"არაერთხელ მომისმენია, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, თუმცა... იყავით ნიშანზე, ქულაზე, ფურცლის ნაგლეჯზე მეტი!" - როგორ ამხნევებს აბიტურიენტებს გიორგი ბჟალავა?
იურისტი გიორგი ბჟალავა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ეხმაურება და იმ აბიტურიენტებს ამხნევებს, რომლებმაც სასურველი ქულები ვერ აიღეს.
"2012 წლის ეროვნულ გამოცდებში უნარებში ავიღე - 30 ქულა (21 იყო სულ გადასალახი)
სკოლაში ზოგ საგანში 6 - მყავდა და არაერთხელ მომისმენია, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, თუმცა ამან ვერ დამაბრკოლა:
ბაკალავრიატი სტიპენდიანტის სტატუსით დამემთავრებინა,
მაგისტრატურა სტიპენდიანტის სტატუსით დამემთავრებინა,
21 წლის ასაკში რკინის ინდუსტრიაში წამყვანი კომპანიის იურისტი გავმხდარიყავი,
23 წლის ასაკში ტრენერი გავხდარიყავი,
27 წლის ასაკში იურიდიული კომპანია შემექმნა (ჩემს ბრწყინვალე კოლეგებთან ერთად)
29 წლის ასაკში 20 ადამიანით შემდგარი იურიდიული და სატრენინგო გუნდის თანახელმძღვანელი გავმხდარიყავი.
ამიტომ, ნიშანს, ქულას, გამოცდას და ფურცლის ნაგლეჯს მიაფურთხეთ, შეძელით ის, რასაც თქვენგან არ მოელიან, იყავით ნიშანზე, ქულაზე, გამოცდაზე და ფურცლის ნაგლეჯზე მეტი!!!" - წერს გიორგი ბჟალავა.