"საიდანაც დაიწყო ყველაფერი" - ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ავარჯიშებდნენ მშობლები ძმებს ჩოგბურთში:
"საიდანაც ყველაფერი დაიწყო... ძალიან ვამაყობ ჩემი მშობლებით, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებდენენ ჩემი და ჩემი ძმის წარმატებისთვის" - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი
"სპორტი, კერძოდ კი ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყოველთვის მიკვირს ხოლმე, როგორ შეიძლება ადამიანი გაჩერდეს, არ იმოძრავოს, მე და ჩემი შვილები ვცდილობთ, რომ სპორტული ცხვოვრებით ვიცხოვროთ", - აღნიშნავს ვიდეოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ნოდარ ბასილაშვილი.