სვანეთის ქუჩაზე ე.წ. ბარაკული ტიპის რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
სვანეთის ქუჩაზე ე.წ. ბარაკული ტიპის რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათი განმარტებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.