ვენსან კასელმა ახალი სიყვარული იპოვა? - ვინ არის 28 წლის მოდელი, რომელიც ძალიან ჰგავს კასელის ყოფილ ცოლს - კვირის პალიტრა

ვენსან კასელმა ახალი სიყვარული იპოვა? - ვინ არის 28 წლის მოდელი, რომელიც ძალიან ჰგავს კასელის ყოფილ ცოლს

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და მო­დე­ლი, ვენ­სან კა­სე­ლი, ცოლს, ტინა კუ­ნაკს და­შორ­და. ეს კა­სე­ლის­თვის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო.

56 წლის ვენ­სან კა­სე­ლი ცოლ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, კი­დევ უფრო ხში­რად ჩნდე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, სხვა­დას­ხვა ვარ­სკვლა­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე, პა­პა­რა­ცე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი კი მის მი­მართ კვლავ დი­დია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობ­მა უკვე იპო­ვა ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჯი­ბუ­ტე­ლი მო­დე­ლი, 28 წლის მა­ლი­კა ლუ­ბე­კია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ლი­კას ვი­ზუ­ა­ლუ­რად კა­სე­ლის ყო­ფილ ცოლს, ტინა კუ­ნაკს ამ­სგავ­სე­ბენ.

ვენ­სა­ნი და მა­ლი­კა არა­ერ­თხელ შე­ნიშ­ნეს ერ­თად პა­პა­რა­ცებ­მა რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 28 წლის მა­ლი­კა ფრან­გუ­ლი "ვო­გის" გა­რე­კან­ზეც კი მოხ­ვდა. წყვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ურ­თი­ერ­თო­ბა არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

"ტი­კტოკ­ზე" კა­სე­ლის ახალ გა­ტა­ცე­ბა­ზე პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბევ­რი მათ­გა­ნი აკ­რი­ტი­კებ­და 56 წლის მსა­ხი­ობს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო. (გააგრძელეთ კითხვა)