"ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ გოგონა მოკლა" - აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ნათია ბახტაძის მკვლელობას ადასტურებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა. მათი განცხადებით საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
უწყების ცნობით, გოგონა ოჩამჩირეში მცხოვრებმა აინარ ცვიჟბამ 28 ივლისს "ლექსუსის“ მარკის ავტომობილის მგზავრისთვის განკუთვნილ ნაწილში მოკლა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა რომ მოკლული გოგონას ცხედარი "მდინარე ენგურში ჩაძირა".
ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მოკლული ბახტაძის ნ.გ.-ს ცხედრის აღმოსაჩენად." - ნათქვამია განცხადებაში. (წყარო)