წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდი იქნება 5 აგვისტომდე - კვირის პალიტრა

წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდი იქნება 5 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს დღის ბოლოდან 5 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში (განსაკუთრებით კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.