"ველოდებით სამაშველოს... საერთოდ არ არის გასასვლელი, მხოლოდ 2-მეტრიანი ტალახია" - რას ამბობს შოვში მეწყრულ ზონაში მყოფი მოქალაქე?
შოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან და მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა და ათობით ადამიანი მაშველებს ელოდება.
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე იმყოფება "მთავარ არხთან" აღნიშნავს, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. ისინი ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
"მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას. უამრავი ბავშვია და მოხუცი. შემოსაზღვრულები ვართ, საერთოდ არ არის გასასვლელი, არის მხოლოდ 2-მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი დავიღუპებით თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი", - ამბობს შოვში მყოფი მოქალაქე.