"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები

2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, რუ­სებ­სა და აფ­რი­კე­ლებს ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უყ­ვარ­დათ. რუ­სულ-აფ­რი­კუ­ლი ვნე­ბის ქარ­ბუქ­ში მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი პუ­ტი­ნია. რუსი "რო­მე­ოს“ მხარ­და­ჭე­რა აფ­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ტემ­პით იზ­რდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, 29 ივ­ლისს "აფ­რი­კელ­მა ჩე გე­ვა­რამ", რო­მე­ლიც იო­ჰა­ნეს­ბურ­გის ქუ­ჩებ­ში ბე­რე­ტით და­დის და ვი­თომ მშვი­დო­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია, ჯუ­ლი­უს მა­ლე­მამ მსოფ­ლი­ოს პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და. მა­ლე­მა, რო­მე­ლიც პარ­ტია "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მებ­რძო­ლე­ბის" ლი­დე­რია, სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ ათო­ბით ათას მიმ­დე­ვარს აქე­ზებ­და.

გა­მოს­ვლი­სას ის შე­ე­ხო BRICS-ის სა­მი­ტის სა­კითხს, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. სა­მიტ­ზე პუ­ტი­ნის დას­წრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კას მისი და­კა­ვე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც კრემლში აცხა­დე­ბენ, პუ­ტი­ნი სა­მიტ­ზე დას­წრე­ბას არ აპი­რებს.

ჩვენს პრე­ზი­დენტს არ შე­უძ­ლია პუ­ტინს მის­ცეს გა­რან­ტი­ე­ბი, რომ თუ ის აქ ჩა­მო­ვა, არ და­ი­ჭე­რენ. ჩვენ ვართ პუ­ტი­ნი და პუ­ტი­ნი ჩვე­ნი­ა­ნია! ჩვენ ვერ ავი­ტანთ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ გან­წყო­ბებს! მივ­მარ­თავთ ჩი­ნეთს, ინ­დო­ეთ­სა და ბრა­ზი­ლი­ას, არ მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბრიქ­სის სა­მი­ტში და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეთ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს. თქვენ უნდა თქვათ: "თუ თქვენ ეხე­ბით ჩვე­ნი­ანს, თქვენ ეხე­ბით ყვე­ლა ჩვენ­განს“, - გა­ნა­ცხა­და სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მა­ლე­მამ. რუ­სებს თით­ქმის მო­ე­წო­ნათ თა­ვი­ან­თი ჭკუ­ის მა­ლე­მა, მაგ­რამ მათი სი­ხა­რუ­ლი ნა­ად­რე­ვი იყო, რად­გან სა­უბ­რი­სას, აფ­რი­კელ­მა "ჩემ“ ყვე­ლა­ფე­რი "გა­ა­ფუ­ჭა": რა­დი­კალ­მა მე­მარ­ცხე­ნემ მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად რა­სის­ტუ­ლი სიმ­ღე­რა უნი­ჭოდ წა­ი­ღი­ღი­ნა: "მო­კა­ლი თეთ­რი, მო­კა­ლი თეთ­რი ფერ­მე­რი“, - მღე­რო­და ის ათა­სო­ბით ადა­მი­ან­თან ერ­თად.

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის ეტა­ლონ“ რუ­სეთ­ში კი არ მო­ე­წო­ნათ სიმ­ღე­რა და მა­ლე­მას გა­მოს­ვლა პრო­პა­გან­დის­ტებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში არ გა­აშ­ვე­ბი­ნეს. სა­კი­თხა­ვია, იქ­ნებ უბ­რა­ლოდ მა­ლე­მას ვო­კა­ლი და­ი­წუ­ნეს?!

რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი, ასე­ვე, იზ­რდე­ბა ნი­გე­რი­შიც, სა­დაც ცოტა ხნის წინ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და და პრე­ზი­დენ­ტი მო­ჰა­მედ ბა­ზუ­მი და­ა­კა­ვეს. (გააგრძელეთ კითხვა)