შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - კვირის პალიტრა

შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფრმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"