"კაშხალის ტიპის ჰესი გვიცავს ღვარცოფისგანო, როგორ ვბრაზდები უმეცრებაზე! ვერტმფრენი! ბევრი ვერტმფრენი სჭირდება ამ ქვეყანას!" - რას წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე - კვირის პალიტრა

"კაშხალის ტიპის ჰესი გვიცავს ღვარცოფისგანო, როგორ ვბრაზდები უმეცრებაზე! ვერტმფრენი! ბევრი ვერტმფრენი სჭირდება ამ ქვეყანას!" - რას წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე "ფეისბუქზე" წერს:

"ახლა ველაპარაკე ადგილობრივებს. სასტუმრო სანსეტთან ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა მდინარე ჭანჭახი, უხვმა ნალექმა და მეწყერმა გამოიწვია ღვარცოფი. ჭანჭახი რიონის შენაკადი მდინარეა.ვერტმფრენი! ბევრი ვერტმფრენი სჭირდება ამ ქვეყანას!

კაშხალის ტიპის ჰესი გვიცავს ღვარცოფისგანო, როგორ ვბრაზდები უმეცრებაზე!

სანსეტ შოვი მდინარის ჭალაში იყო აშენებული? არ ვყოფილვარ. რუკიდან ჩანს რომ შენაკადთანაა, ჭალაში", - წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, რაჭაში, შოვში სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე მოქალაქეა გამოიყვანილი.