თორნიკე ტაბატაძე ევროპის ჩემპიონია! მიხეილ ადამია ევროპის პრიზიორი!
თორნიკე ტაბატაძე ევროპის ჩემპიონია! მიხეილ ადამია ევროპის პრიზიორი! ტაბატაძემ ატაცში 2ოქრო და 1 ვერცხლი , ადამიამ კი 3 ბრინჯაო მოიპოვა! ბუქარესტში მიმდინარე (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის ინფორმაციით, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით თორნიკე ტაბატაძემ და მიხეილ ადამიამ (+109 კგ.) წარმატებით იასპარეზეს. თორნიკე ტაბატაძემ ატაცში 160 / 165 / 170 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა! ძალოსანმა აკვრაში თავი 192 / 196 / 202 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი ერგო. თორნიკე ტაბატაძემ ორჭიდში მოგროვილი 372 კილოგრამით კი კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა. ასევე შესანიშნავად იასპარეზა მიხეილ ადამიამაც. ძალოსანმა ატაცში 151 / 157 / 162 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა! ადამიამ აკვრაში თავი 190 / 195 / 201 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამითაც.