"შოვის სტიქიის შედეგად თუ ვინმეს დასარჩენი არ აქვს , შევიფარებთ ონში" - შოვში სტიქიით დაზარებელულებს რაჭაში მყოფი ახალგაზრდები საცხოვრებელს სთავაზობენ - კვირის პალიტრა

"შოვის სტიქიის შედეგად თუ ვინმეს დასარჩენი არ აქვს , შევიფარებთ ონში" - შოვში სტიქიით დაზარებელულებს რაჭაში მყოფი ახალგაზრდები საცხოვრებელს სთავაზობენ

რაჭაში, შოვში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა.

უახლესი ინფორმაციით, მაშველება 2 ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სტქიის ზონაში დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ რაჭაში მყოფი მოქალაქეებიც.

"შოვის სტიქიის შედეგად თუ ვინმეს დასარჩენი არ აქვს , 4-5 კაცს შევიფარებთ ონში: ქეთი კახეთელიძე, ანა კინწურაშვილი, თემურ კახეთელიძე. შეეხმიანეთ ნომერზე:598575565 -ანა, 598575589-თემო", -წერს სოციალურ ქსელში თაკო კახეთელიძე.