"სტიქიის ზონაში დაღუპული 25 წლამდე გოგონაა ნაპოვნი... წყალ­მა ხე­ლი­დან გამ­ტა­ცა მე­უღ­ლეო, ერთი კაცი ჰყვე­ბო­და" - კვირის პალიტრა

"სტიქიის ზონაში დაღუპული 25 წლამდე გოგონაა ნაპოვნი... წყალ­მა ხე­ლი­დან გამ­ტა­ცა მე­უღ­ლეო, ერთი კაცი ჰყვე­ბო­და"

უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა რა­ჭა­ში - ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა სო­ფე­ლი შოვი მი­წას­თან გა­ას­წო­რა. სტი­ქი­ას მოჰ­ყვა მსხვერ­პლი. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნით ჩა­სულ­მა მაშ­ვე­ლებ­მა ორი პი­რის ცხე­და­რი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ambebi.g-ს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყოფ­მა უწე­რას მკვიდრმა გა­ნუ­ცხა­და, და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი, სავ­რა­უ­დოდ, 25 წლამ­დე გო­გო­ნაა.

"ამ დრო­ის­თვის 2 ცხე­და­რია ამოყ­ვა­ნი­ლი, ერთი 25 წლამ­დე გო­გო­ნაა, მე­ო­რე არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ჯერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. და­ნარ­ჩე­ნებს ეძე­ბენ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი - ეძე­ბენ და-ძმას, დე­დას, ქმარს... გელა გუ­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "სან­სეტ შო­ვის“ მფლო­ბე­ლია, ორ შვილს, ცო­ლის დას და მის შვი­ლებს ეძებს.... ერთი კაცი ჰყვე­ბო­და, წყალ­მა ხე­ლი­დან გამ­ტა­ცა მე­უღ­ლეო. როცა ღვარ­ცო­ფი წა­მო­ვი­და, ზოგი კო­ტე­ჯში იყო, ზოგი - ტყე­ში, ზო­გიც მან­ქა­ნით და წყალ­მა გა­ი­ტა­ცა. რო­გორც თან­და­თან ირ­კვე­ვა, ბევ­რია და­კარ­გუ­ლი, 70-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს, ისი­ნი შოკ­ში არი­ან. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ლა­ვაა ჩა­მო­ტა­ნი­ლი, ტა­ლა­ხის ზღვა. უამ­რა­ვი მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობს, თქვეს, რომ ისი­ნი მთე­ლი ღა­მით იმუ­შა­ვე­ბენ, მაგ­რამ ბნე­ლა, ხილ­ვა­დო­ბა ჭირს და ღა­მით რას გახ­დე­ბი­ან, ვერ გე­ტყვით. მათ­თვი­საც სა­რის­კოა.“ - გვიყ­ვე­ბა უწე­რე­ლი მა­მა­კა­ცი.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, მე­რაბ გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ამ დრო­ის­თვის 50-მდე მო­ქა­ლა­ქეს ეძე­ბენ, რომ­ლებ­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან. მე­რაბ გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 მო­ქა­ლა­ქეს შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვერ­ტმფრე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით 70 ადა­მი­ანს გა­დაყ­ვა­ნა მოხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 152 ადა­მი­ა­ნი უსაფრ­თხო ად­გილ­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა პო­ლი­ცი­ის ქვე­და და­ნა­ყო­ფი, ასე­ვე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი. ატა­ნი­ლია პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბა - საკ­ვე­ბი და წყა­ლი, რომ დი­ლამ­დე ად­გილ­ზე მოხ­დეს მათი გა­ჩე­რე­ბა. ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორც კი იქ­ნე­ბა ონში გად­მო­ვიყ­ვანთ. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები