"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადეს"
უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმა უეკიპაჟო კატერმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორივე უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს.
„წუხელ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ორი უეკიპაჟო საზღვაო კატერის გამოყენებით თავდასხმა სცადა. თავდასხმის მოგერიებისას უეკიპაჟო კატერები რუსულ ხომალდებზე განლაგებული იარაღით გაანადგურეს", - აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
"ინტერპრესნიუსი"