"კიდევ 4 დაკარგული ადამიანი იპოვეს" - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"კიდევ 4 დაკარგული ადამიანი იპოვეს" - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში კიდევ 4 დაკარგული ადამიანი იპოვეს. დრონით გადაღებულ ფოტოს "ფეისბუქზე" თომა მახვილაძე ავრცელებს.

screenshot-2023-08-04-105731-1691132432.png

რაჭაში, სტიქიის ზონიდან სამშვიდობო ტერიტორიაზე მაშველებმა დღეს დილით, კიდევ 140 ადამიანი გადაიყვანეს, ჯამში კი, გუშინ და დღეს მშვიდობიან ადგილზე ვერტმფრენის საშუალებით 210 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.