"მიშა რას იზამდა"? - ხალხი ტალახშია და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"მიშა რას იზამდა"? - ხალხი ტალახშია და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ახლა პოლიტიკური ქულების დაგროვების დრო არ არის.

"ამ მომენტში, ადამიანების გადარჩენისთვის ლოცვის და საკუთარი საქმის (ჩემს შემთხვევაში - გაშუქება) გარდა, რა უნდა აკეთოს ნორმალურმა ადამიანმა, არ ვიცი.

დატოლებების ადგილი და დრო რომ არ არის, ეგ ვიცი ზუსტად.

ხალხი ტალახში იხრჩობა და ჩემს ფიდში შემორჩნენ ადამიანები, ვინც პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს ჰიპოთეზებით - “მიშა რას იზამდა”.

ასეთი სუსტი, უბადრუკი, უგემოვნო და სასოწარკვეთილი გამოხდომა ცოტაჯერ მინახავს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ამ დროისთვის, 6 ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.