"ძნელი მისახვედრი იყო, რომ სასწრაფოდ ეთხოვათ თურქეთისთვის, ან აზერბაიჯანისთვის დახმარება?" - რას წერს გია ხუხაშვილი შოვის სტიქიაზე
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შოვში სტიქიის ზონაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:
"ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა 15.10-ზე.
თუ მანამდე არა, 16.00-სთვის შესაბამისი სამსახურებისთვის უკვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ დაბნელებამდე სამაშველო სამუშაოებს ვერ დაასრულებდნენ, ხოლო ღამის საათებში სამუშაო ტექნიკა არ ჰყავდათ.
ძნელი მისახვედრი იყო, რომ სასწრაფოდ ეთხოვათ თურქეთისთვის, ან აზერბაიჯანისთვის შესაბამისი ტექნიკით დახმარება, რათა სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებულიყო?!…
P.S. გაპრავების დიდოსტატი “ექსპერტებისთვის” , რთული რელიეფით რომ ხსნიან ყველაფერს, აქვე ვიტყვი - მინიმუმ, არსებობს სითბური ხედვის აპარატურით აღჭურვილი დრონები…"
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ამ დროისთვის, ჯამში, 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.