"დავდიოდი პროკურატურაში, ვუხსნიდი რატომ არ იყო არამიზნობრივი ხარჯი... არაო, გვაქვსო საბჭოთა დროინდელი ვერტფრენებიო" - რას წერს ვერა ქობალია? - კვირის პალიტრა

"დავდიოდი პროკურატურაში, ვუხსნიდი რატომ არ იყო არამიზნობრივი ხარჯი... არაო, გვაქვსო საბჭოთა დროინდელი ვერტფრენებიო" - რას წერს ვერა ქობალია?

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ვერა ქო­ბა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ, რა­ჭა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ მათი მმარ­თვე­ლო­ბის დროს შე­ძე­ნი­ლი სუ­პერ პუ­მე­ბი ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯი აღ­მოჩ­ნდა.

ვერა ქო­ბა­ლია:

- საფ­რან­გეთ­ში, სუ­პერ პუ­მე­ბის შე­ძე­ნამ­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ორი, ჩვენც რომ გვქო­ნო­და ევ­რო­პუ­ლი დო­ნის სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნე­ბი. შემ­დეგ მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა და დავ­დი­ო­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ვუხ­სნი­დი, რა­ტომ არ იყო არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯი. არაო, გვაქ­ვსო საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბიო. ესე­ნი არ გვჭირ­დე­ბაო.

ქო­ბა­ლია მა­ნამ­დე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევრ გი­ორ­გი ჩა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, ჩა­ლა­ძე წერ­და - „მიშა ახლა რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და, მხო­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნეთ...“ ექსმი­ნის­ტრმა სტა­ტუ­სი გა­ი­ზი­ა­რა და და­წე­რა, „არა მარ­ტო იქ იქ­ნე­ბო­და, ამე­რი­კით და­წყე­ბუ­ლი თურ­ქე­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, გა­და­უ­რე­კავ­და ყვე­ლას. თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მაშ­ვე­ლე­ბი უკვე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის გვერ­დით. ასეთ დროს ყო­ვე­ლი წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შოვ­ში მე­წყე­რი გუ­შინ ჩა­მოწ­ვა. ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 7 პი­რის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.