რა წერია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს 2021 წლის ყო­ველ­წლი­ურ გე­ო­ლო­გი­ურ ბი­უ­ლე­ტენ­ში ღვარცოფულ პროცესებზე და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე? - კვირის პალიტრა

რა წერია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს 2021 წლის ყო­ველ­წლი­ურ გე­ო­ლო­გი­ურ ბი­უ­ლე­ტენ­ში ღვარცოფულ პროცესებზე და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე?

"ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზას და კუ­რორტ შო­ვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექ­ტებს", - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს 2021 წლის ყო­ველ­წლი­ურ გე­ო­ლო­გი­ურ ბი­უ­ლე­ტენ­ში წე­რია.

biuletini-1691176172.jpg

რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის პე­რი­ო­დუ­ლი გაწ­მენ­და-გა­მაგ­რე­ბა და პრო­ცე­სის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო გუ­ჯა­რი­ძე წერს, რომ 2022 წლის ბი­უ­ლე­ტენს უწყე­ბა არ ასა­ჯა­რო­ებს და ამის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვაა სა­ჭი­რო.გუ­ჯა­რი­ძე პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს:

"სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ყო­ველ­წლი­უ­რად ამ­ზა­დებს სა­ინ­ფორ­მა­ციო გე­ო­ლო­გი­ურ ბი­უ­ლე­ტენს, სა­დაც აღ­წე­რი­ლია სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გე­ბი და პროგ­ნო­ზი შემ­დე­გი წლის­თვის.

ეს არის ამო­ნა­რი­დე­ბი 2021 წლის ან­გა­რი­ში­დან. სამ­წუ­ხა­როდ, არ გაქვს 2022 წლის ან­გა­რი­ში, რო­მელ­საც სა­ა­გენ­ტო არ გვაძ­ლევს. სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ ამ დო­კუ­მენ­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს სხვა დროს.

ახლა მაია ბი­თა­ძეს ვუს­მი­ნე, შოვ­ში არა­ნა­ი­რი რის­კი არა­სო­დეს არ არ­სე­ბობ­დაო, ხოდა, რა­ვი­ცი აბა, რის­თვის იწე­რე­ბა ეს ან­გა­რი­შე­ბი?!

გე­ო­ლო­გი­უ­რი ბი­უ­ლე­ტე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2021 წელს სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გე­ბი და პროგ­ნო­ზი 2022 წლის­თვის https://greenalt.org/library/geologiuri-biuleteni-2021/" - წერს გუ­ჯა­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.