"ჩვენი გადარჩენისთვის მადლობა მინდა ვუთხრა რაჭველ ბიჭებს... "სანსეტ შოვამდე" მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს" - რას წერს სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე? - კვირის პალიტრა

"ჩვენი გადარჩენისთვის მადლობა მინდა ვუთხრა რაჭველ ბიჭებს... "სანსეტ შოვამდე" მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს" - რას წერს სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე?

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სამ­ძებ­რო - სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დღეს დი­ლი­დან გაგ­რძელ­და. სტი­ქი­ის ზო­ნი­დან ორას­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქეა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი, 25 მო­ქა­ლა­ქეს­თან კი და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თვე­ბა ჯა­რიც. ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, სტი­ქი­ას 11 მსხვერ­პლი ჰყავს.

გუ­შინ­დე­ლი დღი­დან გა­დარ­ჩე­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ ემო­ცი­ებ­ზე წე­რენ, რაც გა­და­ი­ტა­ნეს:

"მინ­და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იმ რაჭ­ველ ბი­ჭებს. სამ­წუ­ხა­როდ სუ­რა­თი ვერ გა­და­ვუ­ღე. 6 ბიჭი იყო სან­სეტ შო­ვამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა ფიც­რე­ბით გაგ­ვი­კე­თეს, იქ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. მერე გად­მოგ­ვაფ­რი­ნა სამ­შვე­ლომ მინ­და მა­თაც უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

ასე­ვე მინ­და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო Family Inn Shovi ბა­ტონ და­ვით და მის ვაჟს ასე­ვე ბა­ტო­ნი და­ვი­თის ძმა­კაცს და მის ოჯახს, მათ თა­ნად­გო­მას ვე­რას­დროს გა­და­ვიხ­დი. ონის მერს რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ე­რად და­მეხ­მა­რა და სახ­ლში მიგ­ვიყ­ვა­ნა. სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ხართ რაჭ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა და­კარ­გულს სამ­შვი­დო­ბოს გა­მოს­ვლას ვუ­სურ­ვებ" - წერს მო­ქა­ლა­ქე გიო ადა­მია. (წყარო)