შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდა - კვირის პალიტრა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ადგილზე მუშაობს ავიაცია.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.