"ეჭვიანობის თემა ხელოვნურად შემოიტანეს... სინამდვილეში, სხვა რაღაცაშია საქმე" - მკვლელობა, რომელმაც აფხაზეთი შეძრა: რას ჰყვებიან ბრალდებულზე, რომელიც ბიზნესმენის შვილია - კვირის პალიტრა

"ეჭვიანობის თემა ხელოვნურად შემოიტანეს... სინამდვილეში, სხვა რაღაცაშია საქმე" - მკვლელობა, რომელმაც აფხაზეთი შეძრა: რას ჰყვებიან ბრალდებულზე, რომელიც ბიზნესმენის შვილია

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, გა­ლის რა­ი­ონ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 28 წლის ნა­თია ბახ­ტა­ძის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ­მა აი­ნარ წვიჟ­ბამ და­ნა­შა­უ­ლი აღი­რა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მან გოგო ჯერ გა­ი­ტა­ცა, შემ­დეგ კი, "ლექ­სუ­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში გა­გუ­და, ცხე­და­რი კი, ვარ­დნილ­ჰეს-3-ის კას­კად­თან მო­ი­შო­რა...

ად­გი­ლობ­რივ­მა ტე­ლე­ვი­ზია ГалМедиа-მ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, თუ რო­გორ ეძებ­დნენ მაშ­ვე­ლე­ბი გო­გო­ნას ცხე­დარს დამ­ნა­შა­ვის კარ­ნა­ხით, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და...

ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, აი­ნარ წვიჟ­ბა წარ­მო­შო­ბით ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა.

25 წლის წვიჟ­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ამ­ბობს, რა მო­ტი­ვით ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბაა... მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის 6-დან 12 წლამ­დე აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, გა­ლის ე.წ. დე­პუ­ტა­ტი თე­მურ შერ­გი­ლია ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წვიჟ­ბა­სა და მოკ­ლულ გო­გო­ნას შო­რის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია.

მი­სი­ვე თქმით, წვიჟ­ბე­ბის ოჯახს ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია იც­ნობს, რო­გორც ვაჟს, ასე­ვე მა­მას.

"ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლია. მა­მა­მი­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და გა­ლის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ. შვილს გალ­ში, წვრილ­მა­ნი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მა­მას ეხ­მა­რე­ბო­და, გალ­ში, ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტი ჰქონ­დათ...

ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვის საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს... ახლა მთა­ვა­რია, გო­გო­ნას ცხე­და­რი ვი­პო­ვოთ, რათა უბე­დურ დე­დას შვი­ლის და­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც მი­ე­ცეს... ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ გო­გო­ნას გამო, მას მხო­ლოდ დედა ჰყავ­და, რო­მელ­მაც შვი­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, ას­წავ­ლა, გა­ნათ­ლე­ბა მის­ცა, გო­გო­ნა სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და და ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ჰქონ­და.

რაც შე­ხე­ბა მათ ურ­თი­ერ­თო­ბას, გო­გო­ნას დედა ამის შე­სა­ხებ ჩვენ­თა­ნაც სა­უბ­რობ­და. თქვა, რომ ხან ჩხუ­ბობ­დნენ, ხა­ნაც რიგ­დე­ბოდ­ნენ. სულ კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ. უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და", - ამ­ბობს შერ­გი­ლია. (გააგრძელეთ კითხვა)