ანეკდოტები
- ჩემო ჟურნალისტებო, მართლა განაცხადა ჯონ ბასმა, რომ ტელევიზიებს მთავრობა აკონტროლებს და ტენდენციურიაო?
- კი, ბატონო პრეზიდენტო, განაცხადა, მაგრამ ნუ გეშინია, არ გავუშვებთ.
ცნობილი მოდელი ხვდება ცნობილ მწერალს:
- შენი ბოლო მოთხრობა წავიკითხე, ვინ დაგიწერა? - ეკითხება ირონიულად მოდელი.
- ჯერ შენ მითხარი, ვინ წაგიკითხა.
განცხადება გაზეთში:
"ვეძებ ქმარს - მწეველს, უსაქმურს, ქეიფის მოყვარულს. მიმაჩნია, რომ მეუღლეებს საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ."
ერთი სვანი ეუბნება მეორეს:
- თვითმფრინავით მივდივარ მივლინებით პარიზში.
- არ გეშინია, რომ ჩამოვარდეს?
- კარგი რა, ათჯერ მაინც მიმგზავრია თვითმფრინავით და ერთხელაც არ ჩამოვარდნილა...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკლასელებს მასწავლებელი უხსნის:
- ბავშვებო, ეს სკოლაა. აქ ხმაური არ შეიძლება. თუ რამე გსურთ, ან რაიმეს კითხვა გინდათ, ხელი უნდა ასწიოთ.
ამ დროს ერთმა პირველკლასელმა ხელი ასწია. მასწავლებელი მზრუნველად ეკითხება:
- რამე კითხვა გაქვს, ბიჭუნი?
- არა, არაფერი, უბრალოდ, ვამოწმებ, სისტემა როგორ მუშაობს.