"უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც..." - რას წერს Politico? - კვირის პალიტრა

"უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც..." - რას წერს Politico?

ამერიკული გამოცემა Politico გასულ ღამეს შავ ზღვაში უკრაინული მხარის მიერ რუსულ ტანკერზე თავდასხმას ეხმაურება. გამოცემის მიხედვით, კიევის ნაბიჯები ახლა კიდევ უფრო აშკარაა და იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინა მზადაა მოსკოვის ნავთობისა და საწვავის უმნიშვნელოვანესი გადაზიდვები შეაფერხოს.

გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქერჩის მახლობლად რუსულ ტანკერზე თავდასხმა ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გააქტიურებაზე მიუთითებს. Politico ასევე წერს, რომ უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი გაეროს შუამავლობით მიღწეულ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა და უკრაინის პორტებზე შეტევა დაიწყო.

IPN