"შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს” - რას წერს მერაბ ნინიძის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს” - რას წერს მერაბ ნინიძის ქალიშვილი?

შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. ამ დრო­ის­თვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. ესე­ნი არი­ან გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი, ნინო კენ­ჭა­ძე და ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა­ია.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ასე­ვე სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რის ცხე­და­რიც, რო­მე­ლიც შოვ­ში მე­გობ­რებ­თან, ნინო კენ­ჭა­ძეს­თან და გვან­ცა ბუ­ბაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი. გა­დარ­ჩე­ნილ­თა შო­რი­საა მსა­ხი­ობ მე­რაბ ნი­ნი­ძის შვი­ლი, მა­რი­ამ ნი­ნი­ძე. ცოტა ხნის წინ, მა­რი­ამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მაშვლებს დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ჩვენს გმირ მაშ­ვე­ლებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბი­ჭებს და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ას, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან იყ­ვნენ სრუ­ლი­ად სვე­ლე­ბი, ტა­ლა­ხი­ა­ნე­ბი, ჩვენ­თან ტყე-ტყე გად­მო­სუ­ლე­ბი, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი გვი­ცავ­დნენ ღამე ტყე­ში, თა­ვი­ან­თი საკ­ვე­ბი გაგ­ვი­ნა­წი­ლეს, სა­ნამ ვერ­ტმფრენ­მა არ მოგ­ვა­კი­თხა.

გთხოვთ, და­უ­დას­ტუ­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნუ გა­ავ­რცე­ლებთ, გა­და­ა­მოწ­მეთ სან­დო წყა­როს­თან. ვი­საც თქვე­ნი თვა­ლით არ გი­ნა­ხავთ, იქ რა ხდე­ბა, შო­რი­დან მარ­ტი­ვია ლა­პა­რა­კი" - წერს მა­რი­ამ ნი­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.