"დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ ღამე რომ მო­ე­ლან­დე­ბა, რო­გორ უხ­მობ­და სტი­ქი­ის­გან გან­წი­რუ­ლი შვი­ლი საშ­ვე­ლად, ის კი ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რა" - რას წერს თეა გვასალია შოვის ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ ღამე რომ მო­ე­ლან­დე­ბა, რო­გორ უხ­მობ­და სტი­ქი­ის­გან გან­წი­რუ­ლი შვი­ლი საშ­ვე­ლად, ის კი ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რა" - რას წერს თეა გვასალია შოვის ტრაგედიაზე?

მთარ­გმნე­ლი თეა გვა­სა­ლია, შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ის პოსტს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს;

"ჩი­ნეთს რომ ტი­ფონ­მა გა­და­უ­ა­რა, 300 ხიდი წა­ი­ღო და მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, ვნა­ხე და სი­ნა­ნუ­ლით გა­და­ვაქ­ნიე თავი, სლო­ვე­ნია რომ წყალ­მა და­ფა­რა, და­მე­ნა­ნა ძა­ლი­ან, მაგ­რამ ის უბე­დუ­რე­ბა, რაც ჩვენ დაგ­ვა­ტყდა თავს, იმ დე­დებ­ზე ფიქ­რით მიწ­ვავს გულ-ღვიძლს, საღ-სა­ლა­მა­თი შვი­ლე­ბი რომ გა­უშ­ვეს ჰა­ერ­ზე, და­სას­ვე­ნებ­ლად და ახლა ისიც არ იცი­ან ცო­ცხლე­ბი არი­ან თუ იმ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ გვა­მებ­ში ეყო­ლე­ბათ ამო­საც­ნო­ბი.

ღმერ­თო, ჩემს ყვე­ლა­ზე და­უ­ძი­ნე­ბელ მტერს (თუკი მყავს ასე­თი) არ გა­მო­აც­დე­ვი­ნო ის სიმ­წა­რე, დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ ღამე რომ მო­ე­ლან­დე­ბა, რო­გორ უხ­მობ­და სტი­ქი­ის­გან გან­წი­რუ­ლი შვი­ლი საშ­ვე­ლად, ის კი ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რა.

ხოლო იმ ღვარ­ძლმა, რაც ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფბ-ზე იღ­ვრე­ბა, (ტე­ლე­ვი­ზორს დიდი ხა­ნია არ ვუ­ყუ­რებ, ალ­ბათ იქ უა­რე­სი ხდე­ბა) იმ ღვარ­ცოფ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად წაგ­ვლე­კა ერი, იმ ლაფ­ზე უა­რეს­ში ამოგ­ვსვა­რა და კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რა და­უნ­დობ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ვი­ყოთ, როცა საქ­მე პო­ლი­ტი­კას ეხე­ბა. არა­და რა სა­სა­ცი­ლოდ ცო­ტა­ნი ვართ, (ოთხი მი­ლი­ო­ნი კაცი ბევ­რი დიდი ქა­ლა­ქის ერთი უბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბაა) და რა ხე­ლა­ღე­ბით ვი­მე­ტებთ ერ­თმა­ნეთს. და რომ არც დამ­თავ­რე­ბის პირი უჩანს ?!

ბოლო 30 წე­ლია ერთ წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ, ორად ვართ გახ­ლე­ჩი­ლი და ერ­თმა­ნეთს თავ-პირს ვა­ლე­წავთ. ერ­თა­დერ­თი რაც იც­ვლე­ბა, ბე­ლად­თა სა­ხე­ლე­ბია: ზვი­ა­დი-შე­ვარ­დნა­ძე, შე­ვარ­დნა­ძე-მიშა, მიშა- ბი­ძი­ნა და "ჰეი, ვინ მო­დის, მანდ, მო­მავ­ლი­დან?“ ესაა ჩვე­ნი კარ­მა და ასე უნდა გაგ­რძელ­დეს უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე?", - წერს თეა გვა­სა­ლია.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.

ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ას 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ძებ­ნი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრელ­დე­ბა.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.