შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება - კვირის პალიტრა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

შოვში, სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ასევე, სამუშაოებში ჩართულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"