შოვში, სტიქიის ზონაში  გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

შოვში, სტიქიის ზონაში  გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"