შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 12 პირია იდენტიფიცირებული - რას აცხადებს გოჩა ენუქიძე?
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 12 პირია იდენტიფიცირებული.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხუთ ცხედარზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება.
"12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
"ინტერპრესნიუსი"