"მარტივი ევროპული მაგალითი" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს დავით კიკალიშვილი, რომელიც რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება
ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი სამხრეთ ტიროლიდან ეხმაურება რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიას:
"ახლა ვიმყოფები ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე, აქ ძალზე წვრილი ხეობებია, ვიწრო ხეობებია სამხრეთ ტიროლში, აქ არის დიდი გამოცდილება დაგროვილი, თუ როგორ შეიძლება დაიცვან თავი სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, ისეთები როგორიცაა:ქვათაცვენა, დაგუბებები, ჩახერგვები.
მინდა გიჩვენოთ მარტივი ნაგებობა, რომელიც აქ არის გაკეთებული და რომელმაც უნდა დაიცვას ამ ხეობაში არსებული გზა, მოსახლეობა. არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ ფინანსურ დანახარჯებს ითხოვდეს, უბრალოდ საჭიროა ინჟინრული გადაწყვეტილება და სურვილი, რომ მოაგვარო ეს პრობლემა. ახლა ერთ-ერთი აშენებული კედლის თავში ვიმყოფები, უფრო სწორად ორი დიდი სოლია აშენებული, რომელიც გზის პირიდან ზემოთაა აღმართული და წამოსულ ნაშალს თუ წყალს ორად ყოფს, გარკვეულ ჯიბეში აქცევს, ალბათ განსაკუთრებულ შემთხვევაში დროსაც აძლევს გარშემომყოფებს, თუ მგზავრებს თავი დაიცვან.
აი, კიდევ საინჯინრო ნაგებობა, ძალზე მარტივი, რომელიც იცავს ამ ხეობას მეწყერისგან და ქვის ჩამოშლისაგან, თქვენ თვითონაც დარმუნდებით, რომ აქ უზარმაზარი თანხები არ არის დახარჯული"- ამბობს ვიდეოში დავით კიკალიშვილი.