ცნო­ბი­ლი ხდე­ბა შოვ­ში და­ღუ­პულ ადა­მიან­თა შო­რის კი­დევ ორის ვი­ნა­ო­ბა - კვირის პალიტრა

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა შოვ­ში და­ღუ­პულ ადა­მიან­თა შო­რის კი­დევ ორის ვი­ნა­ო­ბა

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა შოვ­ში და­ღუ­პულ ადა­მინ­თა შო­რის კი­დევ ორის ვი­ნა­ო­ბა. რო­გორც ინფო რუს­თა­ვი წერს, ეს ადა­მი­ნე­ბი რუს­თა­ვი­დან არი­ან - 18 წლის სა­მი­რა ისა­ე­ვა და 60 წლის მა­რი­ნა ხორ­ბა­ლა­ძე.

"დი­ლით დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ცხედ­რის ამოც­ნო­ბა­ზე და მა­მა­ჩემ­მა ამო­იც­ნო. და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თია ქუ­თა­ი­სის პრო­ზექ­ტუ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ასე­ვე ამო­იც­ნეს ჩემი მე­ზობ­ლის ცხე­და­რი. რო­გორც გვი­თხრეს ცხედ­რე­ბი ერთ პე­რი­მეტრზე ნა­ხეს, სხვა გარ­დაც­ვლი­ლი რუს­თა­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი. ზოგი ცხე­და­რი ძა­ლი­ან და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლია და ჭირს ამოც­ნო­ბა. აქ პრო­ზექ­ტუ­რა­ში ძზა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და ცდი­ლო­ბენ რომ ყვე­ლა ცხე­და­რი ამო­იც­ნონ", - გა­ნა­ცხა­და "ინფო რუს­თავ­თან" გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ძმამ, ის­კან­დერ ისა­ე­ვამ.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.

ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ას 18 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ძებ­ნი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ 18 ადა­მი­ანს ეძე­ბენ

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და