"ეჰ, და­თუ­ნი­კა, ნე­ტავ იცო­დე რა და­ე­მარ­თა შენს რა­ჭას...შოვ­ზე ძა­ლი­ან იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" - რას ამბობს მზია ჯინჭარაძე რაჭიდან - კვირის პალიტრა

"ეჰ, და­თუ­ნი­კა, ნე­ტავ იცო­დე რა და­ე­მარ­თა შენს რა­ჭას...შოვ­ზე ძა­ლი­ან იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" - რას ამბობს მზია ჯინჭარაძე რაჭიდან

"ახლა სულ ვფიქ­რობ, ეჰ და­თუ­ნი­კა, ნე­ტავ იცო­დე რა და­ე­მარ­თა შენს რა­ჭას, შენს შოვს-მეთ­ქი. სულ უმ­ღე­რო­და შოვს და ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ არა­ფე­რი და­მე­სიზ­მრა, ნუთუ ვერ გრძნობს, რაც ახლა შოვ­ში დატ­რი­ალ­და-თქო. ის შოვ­ზე ძა­ლი­ან იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მეც, მას­ზე არა­ნაკ­ლე­ბად", - ამ­ბობს და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის მე­უღ­ლე, მზია ჯინ­ჭა­რა­ძე და შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ რა­ჭი­დან გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ასე­თი ტკი­ვი­ლი­ა­ნი დღე გა­უ­თენ­და სა­ქარ­თვე­ლოს. რაც კად­რე­ბი ვნა­ხე, შოვი აღარ არ­სე­ბობს, გული მის­კდე­ბა რომ ვხე­დავ. შო­ვის, ადა­მი­ა­ნე­ბის და­მარ­ხვას რომ ვუ­ყუ­რე, ჩემი სახ­ლის ვე­რან­და­ზე დავ­დე­ქი და ამომ­ხდა - რა­ჭავ გვირ­გვი­ნი მოგ­წყვი­ტეს-მეთ­ქი.

ყო­ველ წელს შოვ­ში ვის­ვე­ნებთ, იქ ერთი ქალ­ბა­ტო­ნია, რომ­ლის სახ­ლშიც ვჩერ­დე­ბით. ახ­ლაც წას­ვლა 3 აგ­ვის­ტოს მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, მთელ­მა ჩვენ­მა სა­ახ­ლობ­ლომ იცო­და რომ მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ჩემ­თან სტუ­მა­რი იყო, რო­მელ­საც სი­ცხე მის­ცა და ამის გამო ჩემი და ბავ­შვის წას­ვლა გა­დავ­დე. იმ დღეს ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი მი­რე­კავ­და, ყვე­ლას იქ ვე­გო­ნეთ და პა­ნი­კა­ში იყ­ვნენ.

თევ­დო­რე რაც ორი წლის გახ­და, იმის შემ­დეგ სულ შოვ­ში მიმ­ყავ­და და ათი დღე ვრჩე­ბო­დით. შოვი იმ­დე­ნად მიყ­ვარს, იმ ნაძ­ვებს, იმ ბუ­ნე­ბას რომ ვხე­დავ, თით­ქოს უფალს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი.

- და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძეც შოვს ხში­რად სტუმ­რობ­და?

- და­თუ­ნი­კა მთელ რა­ჭა­ზე იმ­დე­ნად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, მი­წისძვრა რომ მოხ­და, შეშ­ლი­ლი­ვით დარ­ბო­და, მგო­ნი ყვე­ლა ოჯახ­ში მი­ვი­და, იმ­დე­ნად გა­ნიც­დი­და... ახლა სულ ვფიქ­რობ, ეჰ და­თუ­ნი­კა, ნე­ტავ იცო­დე რა და­ე­მარ­თა შენს რა­ჭას, შენს შოვს-მეთ­ქი. სულ უმ­ღე­რო­და შოვს. იგი იყო შოვ­ზე ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მეც, მას­ზე არა­ნაკ­ლე­ბად.

საყ­ვე­დუ­რე­ბით სავ­სე ვარ ყვე­ლაფ­რის, ყვე­ლას მი­მართ - ხალ­ხის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის. ჩვენ ყვე­ლას ერ­თად იმ­დე­ნად დიდი გვაქვს და­შა­ვე­ბუ­ლი, ღმერ­თი გაგ­ვი­წყრა! ამას უნდა მივ­ხვდეთ და ახლა გარ­ჩე­ვე­ბის დრო არ არის, შენ ასე­თი და ისე­თი იყა­ვიო. ერ­თმა­ნე­თი უნდა გვიყ­ვარ­დეს, თო­რემ სა­ქარ­თვე­ლო აღარ იქ­ნე­ბა იხილეთ სრულად