"მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა, როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს...ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას" - სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ნათესავი მიმართვას ავრცელებს
შოვში, სტიქიის შედეგად 7 წლის ლუკა დუდაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. გარდაცვლილი ბავშვის ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯერეჯრობით მაშველებს არ უნახავთ ლუკას და-ძმა და დედა, რომლებიც შოვში, სტიქიის დროს გაუჩინარდნენ.
"გთხოვთ პატივი ეცით გარდაცვლილებს და მის ახლობლებს. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას სოციალურ მედიაში (განსაკუთრებით FB - ზე) ჯერ მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი. ნუ მწერთ ჟურნალისტები: "დარწმუნებული ხართ?!', 'ზუსტად იცით?!"...
იფიქრეთ და ადამიანის მდგომარეობაში შედით, გთხოვთ! ჩემით მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა და როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს, რომელიც სულ ეკლებში იყო, თქვენი აზრით არვიცი ზუსტად? გთხოვთ, დაფიქრდეთ სანამ რამეს დაწერთ ან მოგვწერთ. მადლობა ყველას თანადგომისთვის ...ვეცდები ახალი ინფორმაცია გაგაგებინოთ, რადგან სათითაოდ ყველას ვერ გწერთ." - წერს გარდაცვლილი ბავშვის ნათესავი.