"წუხელ დადასტურდა. ოჯახმა არ იცოდა და დარჩა გულის გასახეთქ საიდუმლოდ... არამხოლოდ კარგი ადამიანი, მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ" - შოვში სტიქიას გიორგი ყარალაშვილი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"წუხელ დადასტურდა. ოჯახმა არ იცოდა და დარჩა გულის გასახეთქ საიდუმლოდ... არამხოლოდ კარგი ადამიანი, მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ" - შოვში სტიქიას გიორგი ყარალაშვილი ემსხვერპლა

შოვ­ში მომ­ხდარ სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მათი ახ­ლობ­ლე­ბი ადა­ტუ­რე­ბენ.

"ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი ირაკ­ლი კუპ­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გუშინ ღამით დადასტურდა გიორგის და დათოს ამბავი. ოჯახმა არ იცოდა და დარჩა გულის გასახეთქ საიდუმლოდ, რომელიც უბრალოდ მარტო უნდა გამოგეტირა.

არამხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!

ყარალ, გაგიმარჯოს!" - წერს ირაკ­ლი კუპ­რა­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სორ­ბო­ნას უნი­ვე­რის­ტეტ­ში სწავ­ლობ­და.(წყარო)