15 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს - კვირის პალიტრა

15 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით - ომის დღე­ებს, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ადრე და­ი­წყო და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

1-ელი აგ­ვის­ტო

ერედ­ვი-ხე­ი­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე აფეთ­ქდა სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ინ­ტენ­სი­უ­რი, ორ­მხრი­ვი სრო­ლა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­სა და ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის, და­ი­ღუ­პა 6 და და­იჭ­რა 21 ადა­მი­ა­ნი.

2 აგ­ვის­ტო

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იბომ­ბე­ბო­და ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ქვე­მო და ზემო ნი­ქო­ზი, ავ­ნე­ვი, ერედ­ვი, ერგნე­თი. სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რატ კუ­ლახ­მე­ტოვს ხვდე­ბა. ია­კო­ბაშ­ვი­ლი ოს სე­პა­რა­ტის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­საც ითხოვს, მაგ­რამ უარს იღებს.

3 აგ­ვის­ტო

ცხინ­ვა­ლი­დან რუ­სეთ­ში ევა­კუ­ი­რე­ბულ იქნა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა – ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი. ვლა­დი­კავ­კაზ­ში ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მხარ­დამ­ჭე­რი მი­ტინ­გი იმარ­თე­ბა. ამ დღეს აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სექ­ტემ­ბრი­დან გალ­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. სერ­გეი ბა­ღაფ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას აცხა­დებს და ენ­გუ­რის ხიდს კე­ტავს. რო­კის გვი­რა­ბი­დან რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის ხუთი ბა­ტა­ლი­ო­ნი, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რია შე­მო­დის.

4 აგ­ვის­ტო

ოს სე­პა­რა­ტის­ტთა ლი­დე­რი ედუ­არდ კო­კო­ი­თი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას არ გა­მარ­თავს. სე­პა­რა­ტის­ტთა ე. წ. შს მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მინ­ძა­ე­ვი აცხა­დებს, რომ ცხინ­ვა­ლი მზად არის ცე­ცხლის გა­სახ­სნე­ლად. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მდგა­რი რუ­სუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­და­დის.

5 აგ­ვის­ტო

ისევ და­ცხრი­ლეს ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი. აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა­ზე იწყე­ბენ ლა­პა­რაკს. სამ­ხრეთ რუ­სე­თი­დან მო­ხა­ლი­სე­თა ნა­კა­დი მო­ე­დი­ნე­ბა. გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ეუთო და ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა­ში სე­პა­რა­ტის­ტებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

6 აგ­ვის­ტო

მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი არ­ტი­ლე­რი­ით მთე­ლი დღე იბომ­ბე­ბა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ნული, ავ­ნე­ვი, თა­მა­რა­შე­ნი... აა­ფეთ­ქეს ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა „ბე-ემ-პე“. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი კვლავ იცხრი­ლე­ბა. არის მსხვერ­პლი. ქარ­თულ­მა მხა­რემ რე­გი­ო­ნის სა­ზღვარ­თან ტან­კე­ბი, ჯარი და არ­ტი­ლე­რია გა­ნა­ლა­გა და სრო­ლით­ვე პა­სუ­ხობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. იხილეთ სრულად