"15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში - უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი" - კვირის პალიტრა

"15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში - უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი"

15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

"ინტერპრესნიუსი"