"3 მცირეწლოვანი შვილის მამა იყო... გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესსო" - როგორ იხსენებენ დაღუპულ სამართალდამცველს?
კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა დღეს რაჭაში. პოლიციელი, რომელის სტიქიის ზონაში საზოგადოებრივ წესრიგს უზრუვნელყოფდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
დაღუპული სამართალდამცველი 48 წლის მირიან ჭელიძეა, რომელიც შოვის ტრაგედიის პირველი დღეებიდან სტიქიის ადგილზე მუშაობდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა