"ჩემს გამარჯვებას რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვალებულებს ვუძღვნი"- ლაშა ბექაური ვიდეომიმართვას ავრცელებს
ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა:
"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ეს ჩემთვის. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში და მინდოდა, რომ ეს გამარჯვება იმ გარდაცვლილი ადამიანების სულებისთვის მიმეძღვნა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე ეს და გავახარე მათი სულები იმ ქვეყნად" - ამბობს ვიდეოში ბექაური.