(VIDEO) "გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად, თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს" - რას წერს ონის საჯარო სკოლა - კვირის პალიტრა

(VIDEO) "გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად, თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს" - რას წერს ონის საჯარო სკოლა

სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა "ფეისბუქზე" გიგი და მეგი გუტაშვილებზე წერს და მათზე დამონტაჟებულ ვიდეოს აქვეყნებს:

"გიგი და მეგი ჩვენი სკოლის კეთილშობილებით გამორჩეულო, ნიჭიერო, წარჩინებულო ბავშვებო, რა თავზარი დაგვცა თქვენმა ტრაგედიამ, რამხელა ტკივილი მოგვიტანა, როგორ გაგვიხუნა და გაგვიფერმკრთალა ყველა ფერი გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს...

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს თავისი საუკეთესო შვილების დაკარგვას!აღარასდროს ჰქონოდეს გლოვის დღეები ჩვენს ქვეყანას!"

ვიდეო იხილეთ ლინკზე