" მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი ვერტმფრენი გვეყოლებოდა, თუ - არა - ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო" - თავდაცვის მინისტრი შოვის ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

" მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი ვერტმფრენი გვეყოლებოდა, თუ - არა - ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო" - თავდაცვის მინისტრი შოვის ტრაგედიაზე

ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ - არა - ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერტმფრენების შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება.

„ვერტმფრენებზე უკვე პასუხი გაგეცით. ვერტმფრენებს აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ - არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. შეკვეთას იღებენ და დამზადებას იწყებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან შოვში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსთვის დაუვიწყარი ტრაგედიაა.

„კატასტროფაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს. ვინც იქ ვიყავით შემზარავი კადრები ვნახეთ. ყველა ამ მოვლენების გარშემო ვიყავით. მთელი საქართველოსთვის დაუვიწყარი ტრაგედიაა“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"