"5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ..." - მეწყერსჩაყოლილი გოგონას წერილი, რომელმაც 2008 წელს, სტიქიის დროს ოჯახი დაკარგა - კვირის პალიტრა

"5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ..." - მეწყერსჩაყოლილი გოგონას წერილი, რომელმაც 2008 წელს, სტიქიის დროს ოჯახი დაკარგა

არქივი, 2020 წელი

"ფე­ის­ბუკ­ში" ერთი მე­გობ­რის, მაგ­და ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის თა­ნაგ­რძნო­ბის, ტკი­ვი­ლი­ა­ნი და, ამა­ვე დროს, იმე­დი­ა­ნი, გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სტა­ტუ­სი მომ­ხვდა თვალ­ში. სტა­ტუ­სის ად­რე­სა­ტი კი პა­ტა­რა გო­გო­ნა, თიკა თე­დო­რა­ძეა - 1-ლ ოქ­ტომ­ბერს ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­და ჯო­ჭო­ში ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერ­ში და­ღუ­პუ­ლი თე­დო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის იღ­ბლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თი წევ­რი. თი­კას გა­უ­მარ­თლა - სტუმ­რად სხვა სო­ფელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. წლე­ბის წინ კი თი­კა­სა­ვით გა­უ­მარ­თლა სტა­ტუ­სის ავ­ტორს - ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­ბა­თუ­მის მა­სა­უ­რას და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ მაგ­და­საც - მან ოჯა­ხის 4 წევ­რი და­კარ­გა - დედა-მამა და და-ძმა. ისი­ნი მი­წის მა­სამ ჩა­ი­ყო­ლა. 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვად მაგ­დაც მი­წის­ქვეშ იყო ჩა­მარ­ხუ­ლი და... ცო­ცხალს მი­აკ­ვლი­ეს. მაგ­დას ამ­ბა­ვი ტრა­გე­დი­ი­დან წლე­ბის შემ­დეგ მო­მი­თხრო მის­მა ბი­ძამ - რაულ ჩავ­ლე­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმ ღა­მეს შინ არ იმ­ყო­ფე­ბო­და:

"სა­ში­ნე­ლე­ბა 2008 წლის 18 სექ­ტემ­ბრი­დან 19-ში გარ­და­მა­ვალ ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 01:15 წუ­თის­თვის დატ­რი­ალ­და. ენით აღუ­წე­რე­ლი რამ მოხ­და: ისე­თი ჭექა-ქუ­ხი­ლი და თავ­სხმა წვი­მა იყო, თით­ქოს ცა ჩა­მო­დი­ო­და ძირს. იმ­ხა­ნად ცოლი არ მყავ­და და ყვე­ლა­ნი ერთ დიდ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით. სახ­ლი საკ­მა­ოდ კარ­გი ნა­შე­ნე­ბი იყო და ად­ვი­ლად ვე­რა­ფე­რი და­ან­გრევ­და. ჭექა-ქუ­ხილ­მა გა­მო­იწ­ვია ყვე­ლა­ფე­რი. კა­რაქ­ში კოვ­ზს რომ ამო­უს­ვამ და ამო­ით­ლე­ბა დიდი ნა­წი­ლი, ასე მოხ­და. იმ ღა­მით შინ არ ვი­ყა­ვი, ბა­თუმ­ში ვმუ­შა­ობ­დი, პარკში, გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­ფერ­ხდი და ჩემს დას­თან დავ­რჩი. შინ რომც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გა­დავ­რჩე­ბო­დი, ისე­ვე, რო­გორც გა­დარ­ჩა მა­მა­ჩე­მი - ილია ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი, რად­გან ჩვე­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი სახ­ლის სხვა მხა­რეს იყო. ჩემი ძმი­სა და რძლის, ასე­ვე, მათი შვი­ლე­ბის ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი კი მე­ო­რე მხა­რეს მდე­ბა­რე­ობ­და. 1000-1500 ტო­ნამ­დე მიწა ჩა­მოწ­ვა მანდ და სწო­რედ ის სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი ჩა­ი­ტა­ნა და ჩა­მარ­ხა მი­წა­ში. ჩემი ოჯა­ხი­დან ძმა ჯუმ­ბე­რი, რძა­ლი ნა­ნუ­ლი და მათი ორი შვი­ლი - 12 წლის ალე­კო და 14 წლის ქეთი და­ი­ღუპ­ნენ. მე­სა­მე ძმის­შვი­ლი - 18 წლის მაგ­დაც იქ იყო, ქე­თის გვერ­დით ლო­გინ­ში ეძი­ნა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. მაგ­და 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მი­წის ქვეშ ჩა­მარ­ხუ­ლი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ი­დან­ღაც ჰა­ე­რი აღ­წევ­და და ამან გა­და­არ­ჩი­ნა. რომ ამო­ვიყ­ვა­ნეთ, ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბია, მაგ­რამ შოკ­ში იყო. კარ­გა ხანს გა­მოჰ­ყვა დეპ­რე­სია. ძა­ლი­ან დიდი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად. ტრა­გე­დი­ი­დან ერთი წლის შემ­დეგ მა­მაც მო­მიკ­ვდა, ვე­ღარ გა­უძ­ლო დარდს. სა­ერ­თოდ, მე­წყე­რი ხში­რია ჩვენ­თან, მაგ­რამ სახ­ლებ­თან ასე ახ­ლოს არას­დროს "მო­სუ­ლა". ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ აჭა­რის გა­ზეთ "ბა­თუ­მე­ლებ­შიც" და­ი­წე­რა: "18 წლის მაგ­და ჩავ­ლე­იშ­ვილს დედა, მამა, ძმა და და და­ე­ღუ­პა. იგი ბა­თუ­მის #1 სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაკ­რძალ­ვამ­დე ერთი დღით ადრე გა­წე­რეს".

მახ­სოვს, მაგ­დას ბი­ძის მო­ნა­თხრო­ბი რომ მო­ვის­მი­ნე, მაგ­დას­თან სა­უ­ბა­რიც ვცა­დე, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დე­გაც კი ვერ შეძ­ლო იმ ტრა­გე­დი­ა­ზე ლა­პა­რა­კი. თუმ­ცა "ფე­ის­ბუკ­ზე" და­მი­მე­გობ­რდა და სწო­რედ ამ მე­გობ­რო­ბის წყა­ლო­ბით ვნა­ხე მისი პოს­ტი. დღეს მაგ­და 12 წლის თი­კას ტკი­ვილ­მა აა­ლა­პა­რა­კა, ისიც - "ფე­ის­ბუ­კი­დან" ჰეშ­თე­გით - "სამ­ძი­მა­რი და თა­ნად­გო­მა პა­ტა­რა გო­გოს თიკა თე­დო­რა­ძეს":

"აი უკვე არ შე­მიძ­ლია გავ­ჩუმ­დე და ვარ­ღვევ შენ წი­ნა­შე, ტკი­ვი­ლით სავ­სე დუ­მილს! 12 წლის შემ­დეგ, რად­გან დღეს შენ, ჩემი გან­მე­ო­რე­ბა ხარ პა­ტა­რა გოგო, ჩემ­სა­ვით გეწ­ვის გული, სული! კი, ყვე­ლა­ზე უკეთ მეს­მის დღეს რა დღე­ში ხარ! რად­გან ზუს­ტად შე­მოდ­გო­მა 19. 09. 2008. წლის ღა­მეს მეც ცო­ცხლად და­მი­მარ­ხა ცივ­მა, სველ­მა მი­წამ ჩე­მე­ბი. ზუს­ტად ასე ჩა­მო­მე­შა­ლა ჭერი, ზუს­ტად ისე წვიმ­და, რო­გორც შენ­თან გაწ­ვიმ­და, ჩემო ლა­მა­ზო. თუმც სხვა­ო­ბა ის არის, რომ მეც მათ­თან ერ­თად და­ვი­მარ­ხე. 5 სა­ა­თი მი­წის ქვეშ ვსუნ­თქავ­დი მწა­რედ, რად­გან ვგრძნობ­დი უკვე და­ვობ­ლდი. არ მინ­დო­და ვე­პოვ­ნე ვინ­მეს, სიკ­ვდილს არ ვებ­რძვო­დი, პი­რი­ქით ვთმობ­დი სი­ცო­ცხლეს. მაგ­რამ არ მე­წე­რა, არ მომ­ცა უფ­ლე­ბა ღმერ­თმა წავ­სუ­ლი­ყა­ვი მათ­თან ერ­თად, სხვა ცხოვ­რე­ბა­ში. მი­პო­ვეს, ვინც დამ­რჩა იმათ­მა, ამო­მიყ­ვა­ნეს, და­მა­ძა­ლეს, რომ მე­ცხოვ­რა, მათი სუ­ლის­თვის! იმ დროს ერ­თა­დერ­თი დავ­რჩი გვა­რის ნერ­გად. რომ მე­გო­ნა ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და, ღმერ­თს ვუს­ვამ­დი კი­თხვას რის­თვის? პა­სუ­ხი არ მქონ­და.

ის მახ­სოვს, რომ პი­რი­ქით, ღმერ­თს მად­ლო­ბაც კი გა­და­ვუ­ხა­დე, რად­გან საღ­სა­ლა­მა­თი გა­დავ­რჩი, არ დამ­ტო­ვა ინ­ვა­ლი­დი. მე გა­ვაგ­რძე­ლე სი­ცო­ცხლე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დროს­თან ერ­თად ტკი­ვი­ლი ძლი­ერ­დე­ბო­და­აა. ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­ვი­მარ­თე, ვის­წავ­ლე, შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი, მყავს შვი­ლე­ბი და ეს მა­ხა­რებს, რად­გან ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის წყა­ლო­ბით, მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა იქ­ნე­ბა, არ ჩაქ­რე­ბა სან­თლე­ბი ჩე­მე­ბის სუ­ლის­თვის! ამ ყვე­ლაფ­რით რისი თქმა მინ­და, იცი? არ გა­ბე­დო, არ და­ე­ცე, ეს შე­ნებს არ მო­ე­წო­ნე­ბათ. მარ­თა­ლია ვე­რა­ვინ შეც­ვლის შე­ნე­ბის ად­გილს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე ჩა­ე­ნაც­ვლე­ბა, ისი­ნი ვინც გვერ­დით გე­ყო­ლე­ბა, რო­გორც ოჯა­ხი. რო­გორც ჩემ­თან, მა­მი­და და მისი ოჯა­ხი. მათ მი­მი­ღეს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. პი­რო­ბას გაძ­ლევ, გავა დრო და ჩემ­სა­ვით იფიქ­რებ და­უ­ვი­წყარ, ტკი­ვი­ლით სავ­სე შემ­თხვე­ვა­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რამე შეც­ვა­ლო, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, თავს შე­მო­უ­ძა­ხო! გი­სამ­ძიმ­რებ თი­კუ­ნა და ვთხო­ვოთ ღმერ­თს, ასე აღა­რა­ვინ და­ო­ობ­ლოს. მეტი რა გვეთ­ქმის, როცა დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხიი. და კი­დევ, თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბა, რაც ძა­ლი­ან მინ­და, ვნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თი. ჩემი სახ­ლის კარი ღიაა შენ­თვის. გახ­სოვ­დეს რომ გაძ­ლი­ერ­დე, ისევ მათ გამო!ჰეშ­თე­გით - მე შენი ტკი­ვი­ლი მტკი­ვა".

ირმა ხარშილაძე

ambebi.ge