წიგნების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გორში - კვირის პალიტრა

წიგნების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გორში

2011 წელს გამომცემლობა “პალიტრა L”-მა არაერთი საინტერესო წიგნი და წიგნების სერია გამოსცა.

”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ”ჩემი რჩეული”, ”დეტექტივები”, ”მსოფლიოს რჩეული მოთხრობები”, ”ახალი ქართული ლიტერატურა”, ”დიდი მხატვრები”, ”მსოფლიო კულინარიის შედევრები”, ”ეს სამყაროა” და სხვა... ჩამოთვლილთაგან ზოგი უკვე დასრულებული, ზოგიც მიმდინარე პროექტია. წიგნები ”მედიაპალიტრის” სხვადასხვა პოპულარულ ჟურნალთან და გაზეთთან ერთად პერიოდულად გამოდის და ისინი იმით არის გამორჩეული, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად მიეწოდება მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მიუხედავად წიგნებზე ხელმისაწვდომი ფასისა, გამომცემლობა “პალიტრა L”-ი მკითხველს პერიოდულად დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს. ასეთი იყო ”თბილისის წიგნის ფესტივალი” და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის 1 დღიანი აქცია მარტყოფში.

”თბილისის წიგნის ფესტივალზე” გამომცემლობა “პალიტრა L”-ის სტენდის პოპულარობამ და მარტყოფში გამართულმა 1 დღიანმა ფესტივალმა, აგრეთვე 37,000-ზე მეტმა Facebook-ის მომხმარებელთა მოთხოვნამ, რომლებიც ”50 წიგნის” Facebook-ის გვერდზე გვეკონტაქტება, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მეტ ადამიანს მივცეთ ფასდაკლებებბის გამოყენების შესაძლებლობა და მეტი დრო არჩევანის გასაკეთებლად. სწორედ ამისთვის, ამ პარასკევს, 23 დეკემებერს წიგნის 3 დღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ქალაქ გორში, სადაც მოსახლეობა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წარმოუდგენელი ფასდაკლებით მიიღებს საქართველოში დღეისათვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს!

მაშ, ასე: 25-დან 27 დეკემბრის ჩათვლით, გორის თეატრის ფოიეში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვა, 3 დღის განმავლობაში, დილის 11 საათზე გაიხსნება და საღამოს 7 საათამდე გასტანს.

ამ სამი დღის განმავლობაში გორის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ისარგებლოს სპეციალური ფასდაკლებით როგორც სერიულ წიგნებზე, აგრეთვე გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ გამოცემულ სხვადასხვა წიგნებზე, რომელთაგან ზოგიერთი სპეციალურ ფასად - 1 ლარად გაიყიდება.

ასეთ საახალწლო საჩუქარს მიიღებს გორის წიგნების მოყვარული საზოგადოება, თუმცა “პალიტრა L”-ის სტუმრობა კიდევ უფრო მეტად გაახარებს იმ 3 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ”მედიაპალიტრისგან” საახალწლო საჩუარი გადაეცემა.

ყურადღებით იყავით მომავალ 2012 წელს. შესაძლოა, გამომცემლობა “პალიტრა L”-ი დიდი გამოფენა-გაყიდვით და სპეციალური ფასდაკლებებით თქვენს ქალაქსა და სოფელს ესტუმროს!