რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით - "ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნას შეუერთდება ყველა ჭირისუფალი"
ექსპეტრი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ურჩევს.
"ჩემი რჩევა ოპოზიციას - საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა მოითხოვონ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა…თუ ხელისუფლება აქაც ქვორუმ-ობსტრუქციას მოაწყობს, ეს ფაქტობრივად დანაშაულის აღიარების ტოლფასი ქმედება იქნება…ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნას შეუერთდება ყველა ჭირისუფალი…ჭირისუფალი კი მთელი საქართველოა, ორშაურად გაყიდული “ექსპერტების” გარდა…P.S.ახლა ვნახე, რომ ანა დოლიძეს დაუყენებია ეს საკითხი, რაც ძალიან კარგია…", - წერს ხუხაშვილი.