"მამა! ყო­ველ ღამე ვე­ლო­დე­ბო­დი შენს დაბ­რუ­ნე­ბას... გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მი­ჭირ­და უმა­მო­ბის ტრა­გე­დი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა... დედა ცრემ­ლს არ გვაჩ­ვე­ნებ­და..." - 19 წლის ბიჭის წერილი რუსეთთან ომში დაღუპულ მამას - კვირის პალიტრა

"მამა! ყო­ველ ღამე ვე­ლო­დე­ბო­დი შენს დაბ­რუ­ნე­ბას... გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მი­ჭირ­და უმა­მო­ბის ტრა­გე­დი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა... დედა ცრემ­ლს არ გვაჩ­ვე­ნებ­და..." - 19 წლის ბიჭის წერილი რუსეთთან ომში დაღუპულ მამას

ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი 2008 წლის აგ­ვი­ტოს ომში გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლის, ნო­დარ დევ­ნო­ზაშ­ვი­ლის ვა­ჟის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. 19 წლის ახალ­გაზ­რდა წერს, თუ რო­გორ გა­უ­ჭირ­და მა­მის და­კარ­გვის­გან მი­ღე­ბულ ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბა...

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლის, ნო­დარ დევ­ნო­ზაშ­ვი­ლის ვაჟი, 19 წლის შალ­ვა - წე­რი­ლი მა­მას

"2008 წლის შემ­დეგ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა და დიდ­მა ტკი­ვილ­მა და ცრემ­ლმა მო­იც­ვა, მამა... ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და... დედა მუ­შა­ობ­და, ტკი­ვი­ლით სავ­სე გუ­ლით, თუმ­ცა, ჩვენ, თა­ვის ტკი­ვილ­სა და ცრემ­ლებს არ გვაჩ­ვე­ნებ­და; გან­სა­კუთ­რე­ბით მე გა­მი­ჭირ­და უშე­ნო­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილ­თან შეხ­ვედ­რა და უმა­მო­ბის ტრა­გე­დი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა, მამა...

ყო­ველ ღამე ვე­ლო­დე­ბო­დი შენს დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან არ მინ­დო­და, შევ­გუ­ე­ბო­დი იმ აზრს, რომ შენ ჩვენ­თან ვე­ღარ მოხ­ვი­დო­დი... ხომ გახ­სოვს, და­ვითს, ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, შენს გზას გა­ყო­ლო­და და სამ­ხედ­რო გა­მო­სუ­ლი­ყო; მისი ოც­ნე­ბა მხო­ლოდ ის იყო, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში ემ­სა­ხუ­რა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და­ეც­ვა. ასეც მო­იქ­ცა, აის­რუ­ლა ოც­ნე­ბა, მამა დღეს, სამ­ხედ­რო ფორ­მა აც­ვია და მას, სიყ­ვა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით ატა­რებს.

პირ­ვე­ლად, სამ­ხედ­რო ფორ­მა რომ ჩა­იც­ვა, თქვა:’’ჩემ­ში მამა გა­ცო­ცხლდა, თუმ­ცა, ჩემ­გან არც არა­სო­დეს წა­სუ­ლა, ყო­ველ წამს და წუთს სულ ჩემ­თან და ჩემ­ში­აო!"

სულ ვცდი­ლობთ, შენ­სა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი, კე­თილ­გო­ნი­ე­რი, სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი ვი­ყოთ და ისე­თი­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ საქ­მეს, რო­გორც ამას შენ აკე­თებ­დი, მამა. რო­გორ მე­ნატ­რე­ბო­დი, რო­გორ მი­ჭირ­და უშე­ნო­ბა! მე ხომ მხო­ლოდ 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა შენ ამ უსა­მარ­თლო ომს შე­ე­წი­რე...

წახ­ვე­დი და აღარ დაბ­რუნ­დი! მას შემ­დეგ, რა­საც არ უნდა ვფიქ­რობ­დე, ვა­კე­თებ­დე, სულ იმას ვე­უბ­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს: - ისე მო­ი­ქე­ცი, რო­გორც მამა მო­იქ­ცე­ო­და! ისე­თი ღირ­სე­უ­ლი იყა­ვი, რო­გორც ამას ნო­დარ დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი იმ­სა­ხუ­რებს!

ვერ წარ­მო­იდ­გენ, რო­გორ მი­ხა­რია, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან მა­მა­შენს ჰგავ­ხარ, ისე­თი­ვე სა­მარ­თლი­ა­ნი ხარო... სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა;

მინ­და, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სი­მარ­თლის სამ­სა­ხურ­ში ვიდ­გე! ყვე­ლა და­ჩაგ­რუ­ლი და უი­მე­დო ვა­ნუ­გე­შო, იმე­დი მივ­ცე და მას­თან ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვო!

ყვე­ლა­ზე მეტ ძა­ლას ის გვაძ­ლევს, ის გვამ­ხნე­ვებს და ბრძო­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბას იმის შეგ­რძნე­ბა გვიღ­ვი­ვებს, რომ მა­მაჩ­ვე­ნი გმი­რია, რო­მელ­მაც ჩვენს სამ­შობ­ლოს შეს­წი­რა თა­ვი­სი ლა­მა­ზი სი­ცო­ცხლე და ამა­ყად დავ­დი­ვართ ამ მად­ლი­ან მი­წა­ზე, მამა! მად­ლო­ბა ამ სი­ა­მა­ყის­თვის, მად­ლო­ბა თავ­გან­წირ­ვის­თვის, მამა! უსას­რუ­ლოდ მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი... შენი შვი­ლი, შალ­ვა!"

ambebi.ge