"ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" - რას ჰყვება კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა - კვირის პალიტრა

"ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" - რას ჰყვება კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

3 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა. კადრში ასა­ხუ­ლია შუა ხნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მე­წყრის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­შია ჩარ­თუ­ლი.

ფო­ტო­ზე სო­ფელ გლო­ლას მკვიდ­რი ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბი­ძაშ­ვი­ლის, გელა გუ­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ეძებ­და.

რო­გორც ამ­ბობს, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, თბი­ლის­ში იყო. მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო, რა­ჭა­ში ტაქ­სით წა­მო­ვი­და, რათა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს შვი­ლე­ბის ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

"ტყე-ტყე ვი­ა­რე... ტყის თავს ვე­ძა­ხით, სა­თი­ბია... მივ­ყვე­ბო­დი და ერთი ადა­მი­ა­ნის ნაკ­ვა­ლე­ვი ვი­პო­ვე, არ ვიცი, ვისი იყო… კი­ნა­ღამ ტყის თა­ვამ­დე ავე­დი… იქ რა­ღაც მე­წყე­რი­ვით იყო, და­მი­ცურ­და ფეხი და ჩავ­ვარ­დი დაბ­ლა. გააგრძელეთ კითხვა