"ვყვიროდი, ვწიოდი, ჩემი შვილი დაგლეჯილი იყო" - ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც 1991 წელს ერთი სოფელი რამდენიმე წამში გააქრო
სამი აგვისტოს შოვის ტრაგედიამ საზოგადოებას 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მომხდარი მიწისძვრა გაახსენა.
1991 წლის 29 აპრილს 9 სთ-სა და 12 წუთზე რაჭაში,6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა.რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. დაინგრა სახლები, ჩამოიშალა მთისა და კლდის ნაწილი.
დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი ონსა და ამბროლაურში დაფიქსირდა.
მიწისძვრამ დააზიანა 46,000 შენობა. იმ დროის მონაცემებით მსხვერპლი 114-270 მდე აღწევდა.
მიწისძვრის შედეგები 700 სოფელზე გავრცელდა. ზარალი მაშინდელი კურსით 100 მლნ. მანეთს აჭარბებდა.განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვე მეორდებოდა.
1991 წლის 29 აპრილს, 13;13 წუთზე მიწისძვრა იმერეთშიც მოხდა, რომელმაც 1 სოფელი რუკიდან წამებში გააქრო. დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სოფელი ხახიეთი გავრცელებული ინფორმაციით, 29 აპრილის შემდეგ აღარ არსებობს საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი, მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა უზარმაზარმა მეწყერმა ოცკომლიანი დასახლება მთლიანად დაფარა.
ხახიეთი ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელი იყო მდინარე ხახიეთისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 1090 მეტრზე, მთის ძირში, ვაკეზე მდებარეობდა.
დაიღუპა ყველა, ვინც კი იმ დროს სახლში იყო. რამდენიმე გადარჩენილს, მათ შორის სკოლიდან მობრუნებულ ორიოდე მოსწავლეს, სოფლის ნაცვლად ადგილზე მხოლოდ მიწა დახვდა.
სიუჟეტში გამოყენებულია ტელეკომპანია "იმედის" კადრები.
ვიდეო იხილეთ ლინკზე - "ვყვიროდი, ვწიოდი, ჩემი შვილი დაწიწკნილი, დაგლეჯილი იყო" - ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც 1991 წელს ერთი სოფელი რამდენიმე წამში გააქრო