მუშაობს თუ არა გამართულა წყნეთი-ბეთანიის გზაზე განთავსებული მონიტორინგის სისტემა? - თბილისის მერიის განმარტება
თბილისში, წყნეთი-ბეთანიის გზაზე განთავსებული მონიტორინგის სისტემა გამართულად მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ტერიტორიაზე განთავსებულია მცირე ზომის მეტეოსადგური და ე.წ. ინკლინომეტრი.
„წყნეთი-ბეთანიის გზაზე 2018 წელს, უსაფრთხოების მიზნით, სხვადასხვა მნიშნვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, ტერიტორიაზე განთავსდა მცირე ზომის მეტეოსადგური, ასევე დამონტაჟდა ე.წ.ინკლინომეტრი, რომლის საშუალებითაც, ისეთი უხვი ნალექის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, წინასწარ იძლევა ხმოვანი განგაშის სიგნალს. ასე რომ მონიტორინგის სისტემა მუშაობს გამართულად“, - აცხადებენ მერიაში.
"ინტერპრესნიუსი"