ბორჯომში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობისხევის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში 56 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"