"2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული. მინდა პირადად დიდი მადლობა ვუთხრა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს"
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და წერს, რომ აზერბაიჯანის როლი საქართველოსთვის გაწეული დახმარების თვალსაზრისით, სათანადოდ დაფასებული არ არის.
"2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული.
ჩვენმა მოძმე მეზობელმა სახელმწიფომ აგვიწყო საწვავის მომარაგების ინფრასტრუქტურა და ფინანსების მიღების გზები, რაც გადამწყვეტი იყო ქვეყნის გადასარჩენად.
სამხედრო სფეროში აზერბაიჯანის მაშინდელ მხარდაჭერაზე ალბათ თვითონ აზერბაიჯანმა უნდა ისაუბროს, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
მინდა პირადად დიდი მადლობა ვუთხრა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.