სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი, ელენ კარერ დ’ანკოსი გარდაიცვალა - ვინ იყო "სოვეტოლოგთა დედოფალი", რომელიც ამბობდა, რომ "რუსეთი არავის მტერი არ არის" - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი, ელენ კარერ დ’ანკოსი გარდაიცვალა - ვინ იყო "სოვეტოლოგთა დედოფალი", რომელიც ამბობდა, რომ "რუსეთი არავის მტერი არ არის"

5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­კო­სი ელენ კარ­ერ დ’ან­კო­სი (ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი) გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თის ევ­რო­პი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე.

ელენ კარ­ერ დ'ან­კო­სი არის პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ფრან­გუ­ლი აკა­დე­მი­ის მუდ­მივ მდივ­ნად აირ­ჩი­ეს 1999 წელს. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ევ­რო­პი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ქი­ვის კო­მი­სი­ას ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ლე­ნი­ნის, სტა­ლი­ნის, ხრუშ­ჩო­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი­სა და პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ნაშ­რო­მი აქვს და­წე­რი­ლი. დან­კოსს "სო­ვე­ტო­ლოგ­თა დე­დო­ფალს“ უწო­დე­ბენ.

ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო.

ელენ კარ­ერ დ’ან­კო­სი და­ი­ბა­და პა­რიზ­ში გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­ში, მას დედა რუსი ჰყავ­და. რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ელე­ნი მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ რუს დე­დას­თან იზ­რდე­ბო­და და კულ­ტუ­რუ­ლი და ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით მისი გავ­ლე­ნის ქვეშ იყო.

"ის იყო ჯერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი და მერე, რუ­სუ­ლი ენის გამო, გახ­და უფრო რუ­სე­თის სპე­ცი­ა­ლის­ტი. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ზეც, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო, ბევ­რი აქვს და­წე­რი­ლი”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დ’ან­კოსს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და რუ­სულ სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან, მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­სში იყო რუ­სე­თის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წლე­ბის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რო­სი­ას­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა. დ’ან­კო­სის თქმით, ბი­ძაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ აღარ ისა­უბ­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი "არა­ვის მტე­რი არ არის“. იხილეთ სრულად